2016-02-10 17:47:31, 670 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს უკრაინის რადა-ს დეპუტატები ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უკრაინის დელეგაცია ეწვია.
სააგენტოს ინფორმაციით, სტუმრებს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ანდრიაშვილმა უმასპინძლა. დელეგაციას უკრაინის რადა-ს დეპუტატი ვიტალი კუპრი ხელმძღვანელობდა.
უკრაინის დელეგაციის წევრებმა მომსახურების სააგენტოს რუსთავის სამმართველო დაათვალიერეს და სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ლევან ანდრიაშვილი სტუმრებს განხორციელებული და დაგეგმილი ინვაციური პროექტების შესახებ ესაუბრა. რადა-ს დეპუტატები მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს დაესწრნენ. დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კუპრიმ მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის იმიტირებული გამოცდა გაიარა. სტუმრები სახელმწიფო სანომრე ნიშნების ბეჭდვის პროცესსაც დაესწრნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან