|
2024-04-07 16:29:30, 404 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე საოკუპაციო ხაზთან, ახლად გახსნილ სოფლის ამბულატორიაში იმყოფებოდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან,ახლად გახსნილ სოფლის ამბულატორიაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო გამყოფი ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო, სამედიცინო პერსონალს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიულოცა. "მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭირობების სრულად დაკმაყოფილება. ერგნეთის ამბულატორია ადგილობრივ მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებას უწევს. სამედიცინო დაწესებულება კვალიფიციური პერსონალითაა დაკომპლექტებული. სოფლის ამბულატორია ერგნეთის 300-მდე მცხოვრებს იმუნიზაციას, კიბოს სკრინინგსა და სხვა სამედიცინო სერვისს სთავაზობს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)