|
2024-04-07 13:15:33, 526 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია 4 მოქალაქე
თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებულია 4 პირი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. "თბილისში, ბოჭორმის ქუჩის N12-ში, მაღაზია"ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)