|
2016-02-10 16:13:12, 709 ნახვა
სამართალი
ბაია გადაბაძე რეესტრის გადაწყვეტილებაზე: თუ კიდევ არსებობს "გაგრილებული თავები" ხელისუფლებაში, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, კარგია
საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს“ გენერალურ დირექტორად არ დაარეგისტრირა. სააგენტომ ბაია გაბადაძის განცხადება დააკმაყოფილა და უცნობის რეგისტრაციის ვადა 30 დღით გადაწია. რეესტრის განმარტებით, თუკი ამ დროის განამვლობაში რომელიმე მხარე წარადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, წარმოება ისევ განახლდება. ბაია გადაბაძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა და რეესტრის ეს გადაწყვეტილება წარმატების პირველ ნაბიჯად შეაფასა. “საქმე, რომელიც მე შევიტანე სასამართლოში, პარტნიორთა კრების ოქმის შეჩერებასთან დაკავშირებით, მართალია სასამართლომ არ დამიკმაყოფილა, მაგრამ ეს დააკმაყოფილა რეესტრმა. მან შეაჩერა ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის პროცედურა. ამას ვაფასებ წარმატების პირველ ნაბიჯად და თუ კიდევ არსებობს "გაგრილებული თავები" ხელისუფლებაში, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, კარგია, იმიტომ რომ, ყველა ბრძოლა მედიასთან არის დამარცხებული და თუ ამას ისინი დროულად მიხვდებოდნენ, აქამდეც არ მივიდოდა საქმე,“ - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)