|
2024-04-03 14:30:59, 441 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლში სარწყავი არხები გაიწმინდა
შპს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სოფელ საქაშეთი-სასირეთის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და დანალექი გრუნტისგან ზედა რუს სარწყავი სისტემის დაახლოებით, 3 კმ სიგრძის მაგისტრალური არხი გაიწმინდა. „სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების 2000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. მოწესრიგებული სარწყავი სისტემით, სოფელ ქვედა ნიქოზის, ფხვენისის, შინდისის, ვარიანის მეურნეობის, საქაშეთის, სასირეთის, რუისისა და ურბნისის ფართობები ირწყვება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)