|
2024-04-01 17:19:51, 730 ნახვა
მსოფლიო
კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ „ჰავანის სინდრომის“ უკან რუსული სამხედრო დაზვერვა დგას
კრემლი უარყოფს საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის ინფორმაციას, რომ „ჰავანის სინდრომის“ უკან რუსული სამხედრო დაზვერვა დგას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, "ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა მედიის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებები". „ეს სულაც არ არის ახალი საკითხი. მრავალი წლის განმავლობაში პრესაში გაზვიადებული იყო „ჰავანის სინდრომის“ თემა და თავიდანვე უკავშირებოდა რუსული მხარის მიმართ ბრალდებებს, მაგრამ არავის არასოდეს გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რამე დამაჯერებელი მტკიცებულება ამ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით. ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა მედიის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებები“, - განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, The Insider-მა, 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან ერთად, ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის შედეგების მიხედვითაც, მათ მოიპოვეს სამხილები, რომ აუხსნელი ჯანმრთელობის ანომალიები, რომელიც ცნობილია როგორც "ჰავანის სინდრომი" და რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკელ დიპლომატებს ემართებოდათ, შესაძლოა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს სპეციალურ დანაყოფ 29155-თან და მათ მიერ მიმართული ენერგეტიკული იარაღის გამოყენებასთან იყოს დაკავშირებული.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)