|
2024-03-31 23:52:25, 714 ნახვა
საზოგადოება
ბესიკ ამირანაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბაკურიანში თოვლის მასაში მოყოლილი დიმიტრი გოგოლაძის გარდაცვალების გამო
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი დიმიტრი გოგოლაძის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის სამძიმრის წერილში. "ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. მინდა, მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და რელიეფის მიუხედავად, 4 დღის განმავლობაში, ინტენსიურად ეძებდნენ ზვავში მოყოლილ პიროვნებას", - აღნიშნულია ბესიკ ამირანაშვილის წერილში. შეგახსენებთ, 28 მარტს, დაბა ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. 5-კაციანი ჯგუფი ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე "ბურანებით" ტურში იმყოფებოდა. უბედურ შემთხვევას 4 ადამიანი გადაურჩა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)