|
2024-03-27 18:09:09, 936 ნახვა
საზოგადოება
მერია - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
უსაფრთხოების მიზნით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოებს, რომელიც 28 მარტიდან დაიწყება და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის მიხედვით, კლდის გაწმენდის სამუშაოები ჩატარდება და ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე მოეწყობა. "პროექტის ფარგლებში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 00:00-დან 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვა სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს, რა დროსაც ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით. რაც შეეხება დღის საათებს, ტერიტორიაზე დაწესდება ნაწილობრივი შეზღუდვა და მძღოლები მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილდებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)