20:14 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-21 20:12:47, 662 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - ევროპელებისთვის საუბარი არ არის დონბასისთვის სიკვდილზე, საუბარია უკრაინის დახმარებაზე

ომი ევროპაში გარდაუვალი არ არის, ევროპელებისთვის საუბარი არ არის დონბასისთვის სიკვდილზე, საუბარია უკრაინის დახმარებაზე, რომ უკრაინელები არ დაიხოცონ დონბასში, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.

როგორც ბორელი აღნიშნავს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბოლო 2 წელიწადში ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დახმარება 31 მილიარდ ევროს აღწევს.

„ევროპელების მიმართ მოწოდება სიფხიზლისკენ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას, სწორია, მაგრამ არ უნდა იყოს გაზვიადებული: ომი გარდაუვალი არ არის. მესმის განცხადებები ომის გარდაუვალობაზე. ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობიანად, მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ ვართ ამ ომის ნაწილი, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავლისთვის, გავზარდოთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები. არ არის საჭირო ხალხის შეშინება იმით, რომ ომი გარდაუვალია. უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა არის გარდაუვალი. ეს არ არის დონბასისთვის სიკვდილი, ეს არის უკრაინელების დახმარება, რომ ისინი არ დაიხოცონ დონბასში“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics