|
2024-03-20 13:56:06, 452 ნახვა
საზოგადოება
გომელაურმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას შსს-ს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ახლად შექმნილი დეპარტამენტის თანამშრომლებმა მუშაობა ამბროლაურში თანამედროვე ტიპის შენობაში დაიწყეს. ასევე მინდა გამოვყო, აბასთუმანი, სადაც პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის შენობები არ იყო და მათი მშენებლობა 2023 წელს დასრულდა. აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლები საქმიანობას სრულიად ახალ, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობებში შეუდგნენ. ასევე ახალი შენობა აშენდა კასპშიც. საპოლიციო სერვისების გაუმჯობესების კუთხით საანგარიშო პერიოდში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ერთიანი მომსახურების ცენტრის ბათუმის ფილიალი გაიხსნა, სადაც მოქალაქეები 50-მდე სერვისს ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ. მნიშვნელოვანია, რომ სრულად გარემონტდა და ახალი ინფრასტრუქტურით აღიჭურვა აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობა. 2023 წელს გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლება და სამინისტროს მიერ 400 - მდე სხვადასხვა ტიპის ახალი ავტომანქანა იქნა შეძენილი. აღნიშნული ავტომანქანებით სარგებლობენ ჩვენი თანამშრომლები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)