|
2024-03-19 15:53:24, 591 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - მოსკოვისთვის ცნობილია ნატოს სურვილი, რომ გააფართოოს თავისი გავლენა კავკასიაში და რეგიონს არასტაბილურობა შემატოს
მოსკოვისთვის ცნობილია ნატოს სურვილი, რომ გააფართოოს თავისი გავლენა კავკასიაში და არასტაბილურობა შემატოს რეგიონს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის კავკასიაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პესკოვი აღნიშნავს, რუსეთი აპირებს, ყურადღება გაამახვილოს ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე, რომლებიც რუსეთს რეგიონის ქვეყნებთან აქვს. „ჩვენთვის კარგადაა ცნობილი ნატოს ზოგადი მისწრაფებები, რომ გააძლიეროს მისი კავკასიაში ყოფნა და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მისი გავლენები ნაკლებ სავარაუდოა, რომ სტაბილურობას შემატებს კავკასიას და სიტუაციის პროგნოზირებადობას“, - განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, 17-19 მარტს, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ესტუმრა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)