|
2024-03-19 13:00:09, 423 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზამ“ კომპანია „იუჯითისთან“ ერთად კონტეინერული დატა ცენტრი მოაწყო
„საქართველოს რკინიგზამ“, კომპანია „იუჯითისთან“ ერთად, კონტეინერული დატა ცენტრის მოწყობა წარმატებით განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათი ცნობით, ეს არის უპრეცენდენტო პროექტი, რომლის ანალოგი საქართველოში პირველად განხორციელდა. „აღნიშნული დატა ცენტრის უპირატესობა მის პორტატულობაში მდგომარეობს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი სხვა ლოკაციაზე გადატანა, რაც პროექტის დაგეგმარებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. „საქართველოს რკინიგზისა“ და „იუჯითის“ ინჟინრების ჩართულობით, ლოკაციაზე, კერძოდ რკინიგზის ოფისში შესაბამისი პლატფორმა წინასწარ მომზადდა. დატა ცენტრის ტექნოლოგიურ გარემოში წარმატებით და შეუფერხებლად განხორციელდა „საქართველოს რკინიგზის“ IT ინფრასტრუქტურაში არსებული მონაცემების მიგრაცია. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მასში განთავსებული მონაცემებისთვის და აპარატურისთვის დაცულია უსაფრთხოება, ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობა. შედეგად, „საქართველოს რკინიგზას“ შეუფერხებლად მიეწოდება IT სერვისები, მონაცემები კი განთავსებულია უსაფრთხო და დაცულ გარემოში. Schneider Electric-ის კონტეინერული დატა ცენტრის საინჟინრო ინფრასტრუქტურის დიზაინი შესრულებულია Uptime Institute_ის საიმედოობის Tier III დონის მოთხოვნების მიხედვით",- ნათქვამია ინფორმაციაში.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)