|
2024-03-18 14:47:15, 738 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში ბარბარა ბონის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SDC ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შვეიცარიის მთავრობას მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო საქართველოს ერთ-ერთი აქტიური დონორია. ჩვენ არაერთი წარმატებული პროგრამა განვახორციელეთ. შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე, გარემოსდაცვითი მიმართულებით, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. როგორც ბარბარა ბონმა აღნიშნა, საქართველო შვეიცარიის მთავრობისთვის საიმედო პარტნიორია და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, გადამმუშავებელი საწარმოების შესაძლებლობების გაძლიერების, მესაქონლეობის სექტორისა და ექსტენციის განვითარების პარალელურად, მხარს უჭერს ქვეყანაში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესს. "შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებისა და ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)