|
2024-03-18 11:15:43, 668 ნახვა
მსოფლიო
IDF - ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს
ისრაელის შეიარაღებული ძალების (IDF) ინფორმაციით, ღაზას სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ატარებენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა (ISA) გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "ოპერაცია ტერორისტული აქტივობის აღკვეთას" ემსახურება. "დაზვერვის შემდეგ, რომელიც შიფას საავადმყოფოს მიდამოში ტერორისტების ყოფნასა და ტერორისტული მოქმედებების განსახორციელებლად მათ მიერ საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე მიუთითებს, IDF და ISA ამჟამად აწარმოებენ მაღალი სიზუსტის ოპერაციას ტერორისტული აქტივობის აღკვეთისა და ტერორისტების დასაკავებლად შიფას საავადმყოფოს შენობაში",- ნათქვამია IDF-სა და ISA-ს განცხადებაში, რომელიც Telegram-ზე გამოქვეყნდა. მათივე ინფორმაციით, ისრაელელ სამხედროებს საავადმყოფოს შიგნიდან ცეცხლი გაუხსნეს, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. განცხადება გაავრცელა პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომაც და მომხდარს საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა. "ის, რასაც საოკუპაციო ძალები აკეთებენ ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსის წინააღმდეგ, არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის მეოთხე კონვენციის აშკარა დარღვევა. ისრაელის ოკუპაცია კვლავ იყენებს თავის შეთითხნილ ნარატივებს მსოფლიოს მოსატყუებლად და ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსის დარბევის გასამართლებლად. ისრაელის სამხედრო თავდასხმა მიზნად ისახავს, გააგრძელოს ჯანდაცვის სისტემის განადგურება ჩრდილოეთ ღაზაში",- ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)