04:22 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-16 14:54:07, 1655 ნახვა

ომი უკრაინაში
ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21 მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

როგორც კლიმენკო აღნიშნავს, კლინიკაში დაიღუპა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 70-ს აღემატება.

"დღეს კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა საავადმყოფოში მძიმე ტრავმისგან. კიდევ ერთი მსხვერპლი ოდესაზე გუშინდელი რუსული თავდასხმის შედეგად",  - განაცხადა კლიმენკომ.

ცნობისთვის, 16 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics