|
2024-03-14 16:04:33, 1078 ნახვა
მსოფლიო
მედია - ბელგოროდში აფეთქებები და განგაშის სიგნალია
რუსეთში, ქალაქ ბელგოროდში, რომელიც უკრაინის საზღვარზე მდებარეობს, დილიდან აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, ვრცელდება ცნობა ბელგოროდის დაბომბვის შედეგად 2 დაღუპულის შესახებ. მედიის ინფორმაციით, რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა და რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა ადგილობრივი მოსახლეობა საფრთხის შესახებ გააფრთხილეს და ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას ავრცელებს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტიც", რომლის ცნობითაც, "უკრაინელი დივერსანტები ცდილობდნენ შეჭრას ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში, მაგრამ მათი ქმედება რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა შეაჩერეს". "საჰაერო დარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის შედეგად განადგურდა 195-მდე სამხედრო მოსამსახურე, ხუთი ტანკი, ოთხი ჯავშანტექნიკა, სამი UR-77 თვითმავალი სარაკეტო ნაღმების გამწმენდი სისტემა და სამი საინჟინრო მანქანა",- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)