|
2024-03-14 14:11:21, 836 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი - ევროპარლამენტის რეზოლუცია სომხეთის მომავლის ხედვის განსახილველად კიდევ ერთი მიზეზია
ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთი მიზეზია სომხეთის მომავლის ხედვის განსახილველად,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ევროკავშირსა და სომხეთს შორის მჭიდრო კავშირების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, რეზოლუციით ევროპარლამენტმა აღნიშნა სომხეთის მიღწევები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. „რეზოლუციაში მოყვანილი იყო ჩემი განცხადება, რომელიც გასული წლის 17 ოქტომბერს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთდა, რომ სომხეთი მზად არის, იყოს ევროკავშირთან მაქსიმალურად ახლოს, რამდენადაც ამას ევროკავშირი ჩათვლის შესაძლებლად. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სომხეთს თუ სურს, წარადგინოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, ევროკავშირის ინსტიტუტებმა დახმარება უნდა გაუწიონ. ამავდროულად, უნდა გამოვხატო სომხეთის მთავრობის ნება, გააგრძელოს მუშაობა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის“,- განცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)