|
2024-03-13 22:16:53, 865 ნახვა
მსოფლიო
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტი დაამტკიცა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ში TikTok-ის აკრძალვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 352-მა დეპუტატმა, 65 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინააღმდეგი იყო 15 რესპუბლიკელი და 50 დემოკრატი კანონმდებელი. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ხელს მოაწერს კანონპროექტს, თუ აღნიშნულს სენატი მხარს დაუჭერს. TikTok-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ახლა მათი ყურადღება სენატისკენ არის მიმართული. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სენატი განიხილავს ფაქტებს, მოუსმენს თავის ამომრჩეველს და გააცნობიერებს გავლენას ეკონომიკაზე, შვიდ მილიონ მცირე ბიზნესსა და 170 მილიონ ამერიკელზე, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი სერვისით”, - ნათქვამია TikTok-ის განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)