|
2024-03-13 16:33:41, 720 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ციფრულ ბანკში გაიგე რომელია კვირის ყველაზე პოპულარული, ანალიტიკოსების რჩეული და მზარდი აქციები
„თიბისის“ ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმაზე, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას 3 ახალი ფუნქციონალი გაგიმარტივებს. აქციებისა და ფონდების გვერდზე, სექტორული კატეგორიების შემდეგ, 3 მოდული დაგხვდება: პოპულარული აქციები ამ კატეგორიაში ის კომპანიებია თავმოყრილი, რომლებსაც ინვესტორები, მსოფლიოს მასშტაბით, საფონდო ბირჟებზე ყველაზე აქტიურად ყიდიან და ყიდულობენ. ანალიტიკოსები გვირჩევენ ეს კატეგორია იმ კომპანიებს გთავაზობს, რომლების მიმართაც, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსებს ყველაზე პოზიტიური მოლოდინები აქვთ. ყველაზე მზარდი აქციები ამ კატეგორიაში გაიგებ, რომელმა კომპანიებმა დააფიქსირეს ზრდის საუკეთესო დინამიკა კვირის განმავლობაში. პროგნოზის გაკეთებისას, ანალიტიკოსები კომპანიის ფინანსურ შედეგებს სწავლობენ, სექტორს იკვლევენ, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს ეცნობიან და საბაზრო ტენდენციებს აკვირდებიან. მართალია, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსს უკეთესად შეუძლია კომპანიის პოტენციალის შეფასება და პროგნოზის გაკეთება, ვიდრე ჩვეულებრივ ინვესტორს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანალიტიკოსები არ ცდებიან. ამიტომ, ინვესტირებისას, ანალიტიკოსების შეფასებასთან ერთად, სხვა ფაქტორები და რისკებიც უნდა გაითვალისწინო. განაახლე „თიბისის“ ციფრული ბანკის აპლიკაცია, გაეცანი 3 ახალ მოდულს და არ გადადო, დააბანდე!
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)