|
2024-03-13 11:25:25, 579 ნახვა
საზოგადოება
შვედეთის ელჩი მაჭახელას ეროვნულ პარკს ესტუმრა
მაჭახელას ეროვნულ პარკში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანნა ლიბერგი, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელ ხათუნა ზალდასტანიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სტუმრებმა მაჭახელას ეროვნული პარკის თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს, გაეცნენ მაჭახელას ეროვნული პარკის საქმიანობას როგორც უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების, ისე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებებით. „მაჭახელას ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებით გამორჩეული, საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული დაცული ტერიტორიაა. მაჭახელას ეროვნული პარკის განვითარების პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული დონორი ორგანიზაციები; მათ შორის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (შიდა) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, მაჭახელას ეროვნული პარკისთვის დაგეგმილია მენეჯმენტის გეგმის შემუშავება. მენეჯმენტის გეგმა ითვალისწინებს გრძელვადიანი მიზნებისა და მათ მისაღწევად აუცილებელი მართვის შესაბამისი მიდგომებისა და ღონისძიებების განსაზღვრას, რომლებიც დაცული ტერიტორიების სააგენტომ განსაზღვრულ ვადაში უნდა განახორციელოს. სტუმრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს“, - აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)