|
2024-03-12 16:31:11, 722 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი იტალიის თავდაცვის ძალების მეთაურს შეხვდა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური, ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონე იმყოფება. იტალიელ ადმირალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩიქოვანმა იტალიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "მინისტრმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში, იტალიის, როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორის როლი აღნიშნა. ადმირალ ჯუზეპე კავო დრაგონეს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მასპინძლობს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, ქართველმა და იტალიელმა კოლეგებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები განიხილეს. გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც გენერალური შტაბისა და იტალიის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, მხარეებმა მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ვიზიტის დასასრულს, იტალიის თავდაცვის ძალების მეთაურმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)