20:15 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-11 15:48:41, 658 ნახვა

საზოგადოება
თანდილაშვილი - მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელის გამკაცრების თაობაზე

დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მედიასთან კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის  იმ ინიციატივის შესახებ გააკეთა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს და რომლის საფუძველზეც დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელი გამკაცრდება.

„მთავრობის სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გაჟღერდა. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის 44% დაფარულია ტყეებით. ტყეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი ქვეყნისთვის, ტყეები ძალიან დიდი სიმდიდრეა; ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტების მიმართ კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად გამკაცრებული. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები ფიქსირდება. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად მკაცრი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ასეთი ფაქტების პრევენცია და ამ ყველაფერს ბუნებრივია უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი. აქვე ვიტყვი, რომ ბოლო წლებში ჩავატარეთ ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც გამოავლინა, რომ ჩვენი ქვეყნის ტყეებს, კიდევ უფრო მეტი გაფრთხილება სჭირდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობდა კონტროლის გამკაცრების მიმართულებით. კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელი და მნიშვნელოვანი იქნება კონტროლის მექანიზმების გამკაცრებაც“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics