|
2024-03-10 15:08:14, 801 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - ადამიანი შექმნა ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად - ვინც დღეს ერიდება ამ თემაზე საუბარს, ჩვეულებრივი გამყიდველია
ადამიანი შექმნა ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად - პირდაპირ გეტყვით, ვინც დღეს ერიდება ამ თემაზე საუბარს, ჩვეულებრივი გამყიდველია,- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, პოლიტიკოსებმა უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, თუ როგორ უყურებენ აღნიშნულ საკითხს. "ვაჟი რომ გაგიჩნდება, როგორ გიხარია ქალს ხომ? გოგო რომ გეყოლება, როგორ გიხარია და შემდეგ თურმე, თვითონ ირჩევს, ვინ არის, ბიჭია თუ გოგოა. ამაზე ქართულ საზოგადოებაში დღესვე უნდა შედგეს საუბარი და ეს თემა საერთოდ უნდა დაიხუროს ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის იმიტომ, რომ ეს არის უდიდესი სისულელე. სხვა ქვეყნებს თუ მოსწონთ, იყვნენ ასე და ღმერთთან მერე თვითონ აგონ პასუხი და ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი შექმნა ღმერთმა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა... რადგან მსოფლიო არეულია და ადრე თუ გვიან ჩვენც მოგვადგებიან, ჩვენც გვეტყვიან, მასე გააკეთეთო, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ და რა გვინდა. მშობლები ხართ და გინდათ ასეთი თავისუფლება?... ჩვენთანაც და პოლიტიკოსებმა, ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლება, მიშას მომავალში უნდა მოსვლა ხელისუფლებაში, უნდა დააფიქსირონ, თუ როგორ უყურებენ ამას. პირდაპირ გეტყვით, ვინც დღეს ერიდება ამ თემაზე საუბარს, ჩვეულებრივი გამყიდველია... ერთს პოლიტიკაში მოსვლა რომ უნდა, ამ თემაზე რომ წავიდა საუბარი, თქვა, ეს რუსული ნარატივიაო. რუსი და არაქართველი შენ ხარ“,- თქვა მეუფე იაკობმა. "ექსპრესნიუსი" ემიჯნება ჰომოფობიურ და შეუწყნარებელ განცხადებებს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)