|
2024-03-09 23:15:03, 755 ნახვა
მსოფლიო
აშშ ავსტრიულ Raiffeisen Bank International-ს რუსეთში მუშაობისთვის სანქციებით დაემუქრა
აშშ-ს ხაზინა რუსეთში ბიზნესის კეთების გამო სანქციებით დაემუქრა Raiffeisen Bank International. როგორც პორტალმა EUobserver წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ავსტრიული ჯგუფი მოწყვიტოს და დაბლოკოს ამერიკის ფინანსური სისტემიდან. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ბანკი რუსეთში ფუნქციონირების გაგრძელებით, ამით ეხმარება რუსეთის ჯარს. რაიფაიზენ ბანკის წარმომადგენლებმა EUobserver-ს განუცხადეს, რომ ბანკი „პრინციპში არ აკეთებს საჯარო კომენტარს მთავრობის წარმომადგენლებთან დისკუსიებზე“. 2023 წლის მარტში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მოსთხოვა Raiffeisen Bank-ს დახუროს თავისი ბიზნესი რუსეთში. ზაფხულში ბანკმა შეაჩერა ფიზიკურ პირებს ნაღდი ფულის დოლარისა და ევროს მიღება-ყიდვა, ხოლო შემოდგომაზე მან შეწყვიტა რუბლის მიღება უცხოურ ვალუტის ანგარიშებზე სალაროებში. 2024 წლის თებერვალში, Reuters-ის წყარო იტყობინებოდა, რომ ავსტრიული ფინანსური მარეგულირებელი იძიებდა Raiffeisen Bank International-ს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევისთვის. ბანკში რუსეთთან დაკავშირებული გადახდები მოექცა ყურადღების ცენტრში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)