|
2024-03-09 11:22:15, 811 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით რუსეთის თავზე 47 საბრძოლო დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 9 მარტის ღამეს 41 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს როსტოვის ოლქის თავზე, სამი ვოლგოგრადის, ორი კურსკის და ერთი ბელგოროდის ოლქის თავზე. კურსკში, კლინიკის სახურავზე თვითმფრინავის დაცემის გამო, პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა მეზობელი საავადმყოფოდან, განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა რომან სტაროვოიტმა. მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანები უნდა გამოეყენებინათ ინტენსიური თერაპიის პაციენტების სხვა კლინიკებში გადასაყვანად. ტაგანროგში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ერთი თანამშრომელი დაიჭრა. Baza წერს, რომ თავდასხმის სამიზნე შეიძლებოდა ყოფილიყო ბერიევის საავიაციო ქარხანა, რომელიც მდებარეობს ტაგანროგში. ამ ქარხანაში, ზოგიერთი ცნობით, მიმდინარეობს A-50 სარადარო სადაზვერვო თვითმფრინავის შეკეთება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)