|
2024-03-08 13:41:33, 811 ნახვა
საზოგადოება
8 მარტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობით, კამპანია „არა ნიშნავს არას“ იგეგმება
ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან (8 მარტი) დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობით, კამპანია "არა ნიშნავს არას" იგეგმება. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება:
საინფორმაციო კამპანია დაგეგმილია ფემინისტური საინიციატივო ჯგუფის მიერ: საქართველოს შემეცნებითი ცენტრი, ფემინა, ახალგაზრდა ფემინისტები, ნაამბობი, კომლი, ფუსფუსი და ლესბოსური წინააღმდეგობა. ამჟამად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი გაუპატიურებას განსაზღვრავს ისე, რომ მასში უგულებელყოფილია თანხმობის არარსებობის საკითხი. ქართლი კანონმდებლობა გაუპატიურებას ცნობს მხოლოდ ძალადობის, ძალადობის მუქარის ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენების შემთხვევაში რის შედეგადაც კანონი დაუსჯელს ტოვებს სექსუალური სახის უამრავ დანაშაულს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, უნდა იყოს დასჯადი. სექსუალურ ძალადობაში დამნაშავეები საქართველოში ისჯებიან მხოლოდ მაშინ თუ მოძალადემ გამოიყენა ფიზიკური ძალა, რის შედეგადაც მსხვერპლმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები. ფიზიკური დაზიანებების არ არსებობის შემთხვევაში კანონი არ გვაძლევს საფუძველს ვიდავოთ გაუპატიურების მუხლით, რადგან მასში არ არის გათვალისწინებული თანხმობის კომპონენტი. საინფორმაციო კამპანია 8 მარტს გაიხსნება და 30 მარტს დასრულდება. თითოეული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ფემინისტური საინიციატივო ჯგუფის წევრების სოციალური მედიის არხებში განთავსდება.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)