21:06 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-07 16:34:24, 719 ნახვა

საზოგადოება
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ნინო თანდილაშვილმა ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კონსერვაციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP), კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) და შვედეთის მთავრობას (SIDA) აღნიშნული მიმართულებით  განსაკუთრებული  მხარდაჭერისთვის  მადლობა გადაუხდა.

„ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაძლიერება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მოხარული ვარ, რომ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის განახლების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. სწორედ, ძლიერი მონიტორინგის სისტემა არის ის ფუნდამენტი, რაც ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ვფიქრობ, საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობით, შევძლებთ გამჭვირვალე, ევროპულ პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის შემუშავებას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. 

როგორც კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, ელისაბეტ მესუდიმ განაცხადა, საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის გაძლიერებაზე მუშაობა, ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. კავკასიის ბუნების ფონდი მზად არის პროცესის მხარდაჭერა მომავალშიც გააგრძელოს.

"შეხვედრაზე, საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ ზოოლოგი, პროფესორი ზურაბ გურიელიძე აირჩიეს.

ღონისძიების ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. შეხვედრის მონაწილეებმა ცალკეული სახეობების კვლევა-მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავების, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის ეროვნული ინდიკატორების განახლების და ელექტრონული პლატფორმის შესაქმნელად სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების საკითხებიც განიხილეს.

აღინიშნა,  რომ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის  ეფექტიანი სახელმწიფო სისტემის შემუშავებისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტში, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სამმართველო შეიქმნა. საკოორდინაციო საბჭოს პირველ შეხვედრას საბჭოს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics