|
2024-03-06 16:32:17, 965 ნახვა
მსოფლიო
იულია ნავალნაია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცენ პუტინის წინააღმდეგ ან ბიულეტენები გააფუჭონ
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს და რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 17 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატონ. ნავალნაია ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომ ხმა მისცენ ნებისმიერ კანდიდატს, გარდა ვლადიმერ პუტინისა, ან ბიულეტენები გააფუჭონ. „ჩვენ მაინც შეგვიძლია ეს ე.წ. არჩევნები გამოვიყენოთ პუტინის წინააღმდეგ და ჩვენი მიზნების მისაღწევად. თავად ალექსეიმ [ნავალნიმ] მოასწრო ჩვენთვის ეთქვა, როგორ გავაკეთოთ ეს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არჩევნების დღე - ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ და ბევრნი ვართ; რომ ჩვენ ვართ ნამდვილი, ცოცხალი, რეალური ადამიანები და ჩვენ პუტინის წინააღმდეგ ვართ. უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე ერთ დღეს და ერთ დროს - 17 მარტს, შუადღეს. თქვენი ასარჩევია, რა გააკეთოთ შემდგომ. შეგიძლიათ, ხმა მისცეთ ნებისმიერ კანდიდატს, პუტინის გარდა; შეგიძლიათ, გააფუჭოთ ბიულეტენი; შეგიძლიათ, დააწეროთ მსხვილად „ნავალნი“,- განაცხადა იულია ნავალნაიამ. ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)