|
2024-03-05 22:12:58, 808 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენმა ისრაელს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მეტი სასაზღვრო პუნქტის გახსნასა და მეტი დახმარების გაგზავნას მოითხოვს. „ისრაელმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, ყველა შესაძლო მეთოდი, რათა დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ამისთვის საჭიროა მეტი სასაზღვრო პუნქტის გახსნა, ეს მოითხოვს მეტი დახმარების გაგზავნას, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს დახმარება მიაღწევს იმ ადამიანებამდე, ვისაც ეს სჭირდება. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე ზეწოლას ყოველდღე, რადგან ეს სიტუაცია უბრალოდ მიუღებელია“, - განაცხადა ბლინკენმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)