00:34 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-05 10:40:49, 779 ნახვა

მსოფლიო
მილერი - ვმუშაობთ, რაც შეიძლება მეტი გზა მოიძებნოს ღაზაში დახმარების მისაწოდებლად, რათა ჰუმანიტარული კატასტროფა შემცირდეს

აშშ მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტი გზა მოიძებნოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად, რათა შემცირდეს ჰუმანიტარული კატასტროფა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერის თქმით, შეერთებული შტატები ღაზას სექტორში არსებული ჰუმანიტარული ვითარებით "უკიდურესად შეშფოთებულია".

"გასულ კვირას მომხდარმა ინციდენტმა ცხადყო, რომ საკვების, წყლის და წამლების გამო ხალხი სასოწარკვეთილია. მშობლები შეუძლებელი არჩევანის წინაშე დგანან, როგორ გამოკვებონ შვილები. 

შაბათ-კვირას, თავდაცვის დეპარტამენტმა და იორდანიის სამეფოს საჰაერო ძალებმა 38 000 ულუფა საკვები ჩაყარეს ღაზაში. მიზეზი, რატომაც ჩვენ ვცდილობთ დახმარების რაც შეიძლება მეტი გზით მიწოდებას, არის ის, რომ ხალხს თუ ეცოდინება, ის სატვირთო მანქანა, რომელსაც ისინი ხედავენ, არ არის ბოლო, რომელიც იქნება მათ სამეზობლოში და მიაწოდებს საკვებს მომდევნო კვირაში ან ერთი თვის განმავლობაში, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ საფრთხეში ჩაიგდონ საკუთარი თავი ან მეზობლები",- განაცხადა მილერმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics