06:07 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-03 19:23:37, 1515 ნახვა

ომი უკრაინაში
ოდესაში დაღუპულთა შორის იყო სამხედრო ოჯახი ექვსი თვის ქალიშვილით

ოდესაში რუსული თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამხედროების ოჯახი ოლეგ და ტატიანა კრავეცები და მათი შვიდი თვის ქალიშვილი ლიზა, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა.

ოლეგ და ტატიანა კრავეცი სამსახურში შეხვდნენ, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალები. მოგვიანებით ტატიანამ დატოვა სამსახური ქალიშვილზე ზრუნვის მიზნით. ლიზა წყვილის ერთადერთი საერთო შვილი იყო. 29 თებერვალს გოგონა 7 თვის გახდა.

ტატიანას ჰყავდა შვილები წინა ქორწინებიდან: ცხრა წლის სერგეი და რვა წლის ზლატა. მათ ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე ეძებენ.

გადარჩა მხოლოდ უფროსი ვაჟი, რომელიც ღამეს ბებია-ბაბუასთან ათევდა.

ოდესაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება შაბათს ღამით განხორციელებული რუსული თავდასხმის შემდეგ. რუსული უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ამ დროისთვის ცნობილია ათი გარდაცვლილი.

ოდესასა და რეგიონში 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა დაღუპულთა გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics