|
2024-03-02 11:24:01, 1486 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - წელს ჩვენ ცაში ახალი საბრძოლო თვითმფრინავები იქნება
წელს ჩვენ ცაში ახალი საბრძოლო თვითმფრინავები იქნება, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნიდერლანდების ხელისუფლებას დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, რუსეთი უნდა დამარცხდეს და უკრაინამ პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოება უნდა აღადგინოს. "ჩვენ გვაქვს სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი ჩვენი მებრძოლებისთვის ნიდერლანდებიდან. სხვათა შორის ნიდერლანდები აქტიურად გვეხმარება საჰაერო თავდაცვაში, F-16 კოალიციით. წელს ახალი საბრძოლო თვითმფრინავები იქნება ჩვენს ცაში და ეს წელი ეფექტური უნდა გავხადოთ რუსული ბომბების, რუსული თვითმფრინავებისა და მათი რაკეტებისგან თავდასაცავად. მეთაურმა ოლეკსანდრ სირსკიმ, საჰაერო ძალების მეთაურმა მიკოლა ოლეშჩუკმა და თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა დღეს მარკ რუტესთვის სპეციალური სამხედრო ბრიფინგი გამართეს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე. რა თქმა უნდა, ხარკოვზეც ვისაუბრეთ. მადლობელი ვარ ნიდერლანდების მზადყოფნისთვის, გააგრძელოს დახმარება. მადლობას ვუხდი პირადად მარკს და ყველა ნიდერლანდელს უკრაინის მხარდაჭერისთვის. მთავარი ისაა, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს, ჩვენმა ქვეყანამ კი პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოება უნდა აღადგინოს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)