|
2024-03-01 16:16:32, 997 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე XIX საუკუნეში აგებულ წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო
ფონდ „ქართუ“-თან არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის ფინანსური უზრუნველყოფით, ქ. ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია 2020 წელს განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. შენობას სამლოცველოს ფუნქცია გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა შენარჩუნებული. საბჭოთა პერიოდში ეკლესია სპორტულ დარბაზად იყო გადაკეთებული. ,,დღეს მღვდელმოწამე თეოდორე აჭარელის ხსენების დღეა. ბათუმში წმინდა თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიაში, წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა ჩატარდა. XIX საუკუნეში აგებულ წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ტაძარს ფონდი ,,ქართუს" მხარდაჭერით რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ფონდის მიერ განხორციელდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციაც. ასევე, ძველ ბათუმში განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია“, - წერს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)