|
2024-03-01 11:43:00, 940 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტრო - უნივერსიტეტებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნესის ადმინისტრირებაზე ბაკალავრიატის 3-წლიანი პროგრამები განახორციელონ
უნივერსიტეტებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის 3-წლიანი პროგრამები განახორციელონ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უახლოეს მომავალში მიღებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც უნივერსიტეტებს მისცემს საშუალებას, 1-წლიანი (60-კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამები განახორციელონ. "საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე სტუდენტების საუკეთესო ინტერესების დაცვით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ. სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას. შედეგად, ყველა უნივერსიტეტის ჩართულობით, ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება, რომ სხვა პროგრამებსაც შეეხოს ცვლილება და საქართველოში კიდევ უფრო მეტი 180-კრედიტიანი პროგრამა განხორციელდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უახლოეს მომავალში მიღებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც უნივერსიტეტებს მისცემს საშუალებას, განახორციელონ 1-წლიანი (60-კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამები",- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)