06:07 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 10:44:54, 1725 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინა ვარაუდობს, რომ დახმარების გარეშე რუსულმა საოკუპაციო არმიამ შესაძლოა თავდაცვითი ზღუდე ზაფხულისთვის გაარღვიოს

უკრაინის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ რუსეთის არმიას შეუძლია ზაფხულისთვის გაარღვიოს მისი თავდაცვა, თუ დასავლელი მოკავშირეები არ გაზრდიან საბრძოლო მასალის მიწოდებას. ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ომის ბოლო თვეებში ავდიივკასა და რამდენიმე სოფლის დაკარგვა საგანგაშო სიგნალად იქცევა უკრაინის მოკავშირეებისთვის, აღნიშნავს სააგენტო ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. რამდენადაც რუსული ჯარები იპყრობენ ინიციატივას ფრონტის ხაზზე, კიევისა და მისი მოკავშირეების პესიმიზმი იზრდება.

უკრაინული დაზვერვაზე დაყრდნობით, ბლუმბერგი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ ელოდება უკრაინის დიდი ქალაქების აღებას, მათ შორისაა ოდესასა და კიევი.

თუ ოდესა ოკუპირებული იქნება, რუსეთი დნესტრისპირეთში წვდომას მიიღებს, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს შეწყვეტს. არაღიარებული მოლდოვის რესპუბლიკის დეპუტატებმა დახმარებისთვის უკვე მიმართეს რუსეთს მოლდოვის მხრიდან „ეკონომიკური ბლოკადის“ გამო.

თებერვალში უკრაინის ჯარებმა უკან დაიხიეს განადგურებული ქალაქ ავდიივკადან თვეების ინტენსიური ბრძოლების შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics