|
2024-03-01 09:06:23, 1067 ნახვა
მსოფლიო
მილერი - აშშ-ს არ აქვს რამე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება
ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს რამე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება,- ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას. მილერის თქმით, შეერთებული შტატები მონიტორინგს გააგრძელებს. "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვლადიმირ პუტინის მხრიდან უპასუხისმგებლო რიტორიკას ვხედავთ. ბირთვული სახელმწიფოს ლიდერს არ შეუძლია ასე ლაპარაკი. ჩვენ წარსულში გვქონდა კომუნიკაცია რუსეთთან პირადად და უშუალოდ ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ. არ გვაქვს რამე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად და გავაგრძელებთ ამის მონიტორინგს",- ამბობს მეთიუ მილერი. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთი რისკავს ბირთვული ომის პროვოცირებით, თუ ჯარებს უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნის.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)