02:15 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-29 14:28:49, 814 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - ამბობენ, რომ რუსეთი აპირებს, თავს დაესხას ევროპას - ეს სრული ბოდვაა

ამბობენ, რომ რუსეთი აპირებს, თავს დაესხას ევროპას - ეს სრული ბოდვაა,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციული საბჭოსადმი ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა.

პუტინის თქმით, ევროპელები ომისთვის მზად არ არიან.

"ალაპარაკდნენ უკრაინაში ნატოს კონტინგენტის გაგზავნაზე. ჩვენ გვახსოვს იმათი ბედი, ვინც ოდესღაც აგზავნიდა საკუთარ სამხედროებს რუსეთში. ახლა შესაძლო ინტერვენტებისთვის შედგები გაცილებით უფრო ტრაგიკული იქნება. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენც გვაქვს შეიარაღება, რომლითაც შესაძლებელია სამიზნეების განადგურება მათ ტერიტორიაზე. მათ არ გაუვლიათ მძიმე განსაცდელი და დაავიწყდათ, რა არის ომი. ჩვენ, დღევანდელმა თაობამაც კი ასეთი განსაცდელი გამოვიარეთ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ვებრძოდით ტერორიზმს და ახლა უკრაინაში კონფლიქტის დროსაც გავდივართ ამ განსაცდელს. მათ კი ეს მულტფილები ჰგონიათ",- თქვა პუტინმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ "უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხული არაა".

აღნიშნულის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დაადასტურა, რომ უკრაინაში ჯარის გაგზავნის საკითხზე დისკუსია გაიმართა, თუმცა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

საკითხს გამოეხმაურნენ კრემლში და თქვეს, რომ დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა რუსეთისა და NATO-ს პირდაპირ დაპირისპირებას გამოიწვევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics