|
2024-02-29 14:05:02, 686 ნახვა
საზოგადოება
იური ნოზაძე ზალცბურგში ნადირობისა და მეთევზეობის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ავსტრიის რესპუბლიკაში, ქ. ზალცბურგში ნადირობისა და მეთევზეობის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, გამოფენის მთავარ მიზანს ნადირობისა და მეთევზეობის სფეროში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ბიზნეს კავშირების დამყარება და ინოვაციების გაცნობა წარმოადგენს. „გამოფენის ფარგლებში, იური ნოზაძემ, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ქეთევან ციხელაშვილთან ერთად, ორმხრივი შეხვედრები გამართა ზალცბურგის ფედერალური მიწის სატყეო გაერთიანების, აგრარული პროფესიული სასწავლებლის, ავსტრიის მონადირეთა გაერთიანების, გარემოს დაცვის დეპარტამენტის, აგრეთვე ტიროლის ფედერალური მიწის სავაჭრო პალატის საგარეო ეკონომიკური დეპარტამენტისა და ამავე ორგანიზაციაში გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე, მხარეებმა ქვეყნებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ტყის მდგრადი მართვის, დაცული ტერიტორიების განვითარების, ნადირობისა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ყურადღება გამახვილდა გარემოს დაცვის სფეროში ავსტრიული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოფენა შესაბამისი მიმართულებით ასოციაციებს, პროფესიულ გაერთიანებებს, მცირე და მსხვილ მეწარმეებს, საჯარო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)