|
2024-02-28 16:45:15, 834 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი - დროა, განვიხილოთ რუსული გაყინული აქტივების გამოყენება, რათა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობა შევიძინოთ
დროა, დავიწყოთ საუბარი რუსული გაყინული აქტივების გაუთვალისწინებელი სარგებლის გამოყენების შესახებ, რათა ერთობლივად შევიძინოთ სამხედრო აღჭურვილობა უკრაინისთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ლაიენის თქმით, „აღნიშნული თანხა იმაზე უკეთ ვერ იქნება გამოყენებული, ვიდრე ეს უკრაინისა და მთელი ევროპის საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილად გადაქცევაა". „შესაძლო ომის რისკები არ უნდა იყოს გადაჭარბებული, თუმცა მზად უნდა ვიყოთ. ეს კი იწყება წევრი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების აღდგენით, შევსებითა და მოდერნიზებით. ამასთან, ევროპამ უნდა განავითაროს და აწარმოოს მომდევნო თაობის საბრძოლო შესაძლებლობები, უზრუნველყოს მასალების საკმარისი რაოდენობა და ტექნოლოგიური უპირატესობა. ეს ნიშნავს ჩვენი თავდაცვითი ინდუსტრიის პოტენციალის გაძლიერებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ევროპამ უნდა დახარჯოს მეტი, უკეთესად და ევროპულად. ევროპული სუვერენტიტეტი ჩვენს პარტნიორობას გააძლიერებს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)