|
2024-02-28 13:35:26, 580 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მერია მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარედ არსებული სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს
ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარედ არსებული სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები 7 000 კვ.მ ფართობზე შესრულდება. „სკვერი მთლიანად მოწესრიგდება და განახლდება, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები, ვიდეომონიტორინგის კამერები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება. ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განხორციელებული ქალაქის სხვადასხვა რაიონსა და უბანში. მწვანე და რეკრეაციული სივრცეების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარედ პარკი სრულად განახლდება“, - განაცხადა კალაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)