|
2024-02-27 15:51:13, 884 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა რუსეთისა და NATO-ს პირდაპირ დაპირისპირებას გამოიწვევს
დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა გარდაუვლად გამოიწვევს რუსეთისა და ნატოს პირდაპირ დაპირისპირებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, პარიზში გამართულ კონფერენციაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებულები, უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების საკითხზე კონსენსუსი არ შედგა. „თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ მოგვიწევს საუბარი არა რუსეთისა და ნატოს პირდაპირი დაპირისპირების შესაძლებლობაზე, არამედ ამის გარდაუვალობაზე... შეხვედრის ბევრი მონაწილე საკმარისად საღად აფასებს ასეთი ქმედების პოტენციურ საფრთხეს და ცხელ კონფლიქტში უშუალოდ ჩართვის პოტენციურ საფრთხეს, უკვე ბრძოლის ველზე ჩართვის საფრთხეს. ეს ცხადია ამ ქვეყნების ინტერესებში არ შედის, ისინი ამას უნდა აცნობიერებდნენ“, - განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ "უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხული არაა".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)