09:20 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-27 10:43:29, 780 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო - ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე 3 პირი დავაკავეთ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ყალბი ფულის გასაღების ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულია 3 პირი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში გასაღებულ იქნა 19 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში ბათუმში, სხვადასხვა ობიექტზე, ბრალდებულმა გაასაღა 4 ცალი 100 ლარიანი და 1 ცალი 50 ლარიანი ყალბი კუპიურა. გამოძიების პროცესში, აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics