|
2024-02-26 11:55:22, 719 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - ვთხოვ მთავრობას, განაგრძოს მოლაპარაკებები, რათა პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთზე განახლებული პირობები დაზუსტდეს
ვთხოვ მთავრობის წევრებს, განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები პენსიონერებისთვის და საზოგადოებას მიეწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია ახალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კობახიძემ მადლობა გაუხადა „ლიბერთი ბანკს", რომელმაც არსებული საპროცენტო განაკვეთის რამდენიმე პროცენტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. „მოგეხსენებათ, რომ გასული კვირის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელებთან პენსიონერებისთვის საპენსიო განაკვეთის შემცირების თაობაზე. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ლიბერთი ბანკს", რომელმაც გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. გვესმის, რომ ბანკს, პირველ რიგში, აქვს კომერციული ინტერესები, თუმცა ამასთან ერთად, ბანკმა გამოავლინა ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებულ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს რამდენიმე პროცენტით, რამდენიმე პუნქტით. მინდა, ვთხოვო მთავრობის შესაბამის წევრებს, განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები ჩვენი პენსიონერებისთვის და საზოგადოებას მიეწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია ახალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)