|
2024-02-25 16:31:45, 1145 ნახვა
საზოგადოება
ჯაფარიძე - სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. ჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ასობით ადამიანი სთხოვს. "დღეს ვიმყოფებით ბათუმში. ჩემთვის განსაკუთრებულად დიდი პატივია, რომ შევხვდი ბათუმის ქალთა ორგანიზაციას სხვა ადამიანებთან ერთად, რომლებიც სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. შევხვდით ასევე უამრავ ადამიანს მთელი დღის განმავლობაში, დაუსრულებლად მოდიან ბათუმში ადამიანები, ხელს აწერენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოს სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი. ასევე, დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ შემოუერთდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ასევე ითხოვენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას და წარმოუდგენელი დღე შედგა, როდესაც მოდის ასობით ადამიანი, ასობით ჩვენი მოქალაქე, არ შეჩერებულა ნაკადი დილიდან და ამდენი ბათუმელი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. ძალიან დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ ასე ერთგულად ემსახურებიან საქართველოს თავისუფლების იდეას",- აცხადებს ჯაფარიძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)