|
2024-02-24 15:34:29, 841 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, სამუშაო თათბირზე ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. "შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გასულ წელს, ნარკორეალიზატორების გამოვლენისა და დაკავების მიზნით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებთან შედარებით უპრეცედენტო რაოდენობის ნარკორეალიზატორი დაკავდა. შეხვედრაზე, ტრეფიკინგისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და კვლავ ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე პირველ კალათაში. სამუშაო თათბირზე, ასევე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ და სამომავლო საკითხებზე ისაუბრეს. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ, მათ შორის, გასულ წელს, ირლანდიასა და ისრაელში მივლენილ იქნენ პოლიციის ატაშეები და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა და გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)