|
2024-02-24 13:36:42, 835 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით, კიევში ბორის ჯონსონიც ჩავიდა
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორის ჯონსონი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ავრცელებს. ჯონსონის თქმით, ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ უკრაინელები თავიანთი შეუპოვარი გამბედაობით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჯარებს დაამარცხებენ. „პუტინის შემოჭრის ამ მძიმე მეორე წლისთავზე, ჩემი აქ, უკრაინაში ყოფნა პატივია. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელები თავიანთი შეუპოვარი გამბედაობით პუტინის ჯარებს დაამარცხებენ და განდევნიან - იმ პირობით, რომ ჩვენ მათ საჭირო სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერით უზრუნველვყოფთ“, - წერს ჯონსონი. შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების 2 წლისთავზე კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო კიევში ჩავიდნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)