|
2024-02-24 12:35:59, 851 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალიამ რუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო
ავსტრალიამ რუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ამ სიის მიხედვით, ქვეყანაში შესვლა 55 რუსს ეკრძალება. უპირველეს ყოვლისა, ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაწესებულია შეზღუდვები იმ პირებთან მიმართებაში, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან. სანქციები დაწესდა ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონის, პრიმორსკის მხარის, ხანტი-მანსიისკის ავტონომიური ოკრუგის, ადიღეისა და მორდოვიის გუბერნატორების წინააღმდეგ. სანქციები დაეკისრა რამდენიმე რუს სენატორს, მათ შორის ლუდმილა ნარუსოვას, ქსენია სობჩაკის დედას. შეზღუდვები შეეხო პროპაგანდისტებს: თინა კანდელაკი; ნიკოლაი რასტორგუევი; მანამდე, ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მ დააწესეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავზე. ამერიკული სანქციები ასევე დაემთხვა ალექსეი ნავალნის სიკვდილს და ასევე შეეხო ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ხელმძღვანელობას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)