02:05 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 11:46:39, 568 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - დიღმის მასივში ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დასრულდა

დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე არსებული ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკის მეექვსე ფილიალის რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ის თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალია და, დაახლოებით, 400 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. 

„აღნიშნული პროექტის განხორციელება გასულ წელს დავიწყეთ. ფილიალში ჩატარდა სრული სარემონტო სამუშაოები: შეიცვალა კომუნიკაციები, ელექტროგაყვანილობა, სრულად განახლდა ავეჯი, წიგნის საცავი, ფილიალს დაემატა საერთო სამუშაო სივრცეები, კომპიუტერები, პატარა მკითხველებისთვის ცალკე კუთხე მოეწყო. ცხადია, განახლდა წიგნადი ფონდი. ეს ფილიალი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა დიღომს. დარწმუნებული ვარ, განახლების შემდეგ, ძველებთან ერთად უამრავ ახალ მკითხველსაც შეიძენს“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალების არა მხოლოდ რეაბილიტაცია მიმდინარეობს, არამედ შენდება მედიათეკებიც, რომლებიც დედაქალაქის რამდენიმე გარეუბანს ახალ სიცოცხლეს შესძენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics