|
2024-02-21 09:08:19, 719 ნახვა
მსოფლიო
დანილოვი - ახლა ბევრ პოლიტიკოსს სურს, ზალუჟნის რეიტინგით ისარგებლოს - ეს ჩვენი პოლიტიკის კლასიკაა და მას ეს უნდა ესმოდეს
ახლა ბევრ პოლიტიკოსს სურს, ისარგებლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის რეიტინგით,- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა. როგორც დანილოვმა ნატალია მოსეჩუკთან ინტერვიუში აღნიშნა, ზალუჟნისთან "მის პოლიტიკურ ამბიციებზე" არასდროს უსაუბრია. "ზალუჟნის ეყოლება ბევრი ადამიანი, ვისაც მის ორბიტაზე მოუნდება ყოფნა. ეს ჩვენი პოლიტიკის კლასიკაა. ვფიქრობ, ზალუჟნის ეს უნდა ესმოდეს და ეს არა მარტო მას, ნებისმიერი პოლიტიკური რეიტინგის მქონე ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ამ მატარებელში ჩაჯდომის მსურველი ბევრია... მე ნამდვილად არასოდეს მილაპარაკია ვალერი ზალუჟნისთან ამ საკითხზე [პოლიტიკურ ამბიციებზე]. ყველა ჩვენი საუბარი ეხებოდა იმ კონკრეტულ საკითხებს, რომლებშიც ის უშუალოდ იყო ჩართული, როგორც მთავარსარდალი",- აცხადებს დანილოვი. შეგახსენებთ, 8 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ზალუჟნი პოსტზე ალექსანდრ სირსკიმ შეცვალა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)