04:45 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-19 14:10:24, 711 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმს ალექსეი ნავალნის სახელს დაარქმევს

ევროკავშირი ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმს ალექსეი ნავალნის სახელს დაარქმევს, ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.

ასევე ცნობილია, რომ დღეს ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრებს. ბორელის თქმით, ევროკავშირის მინისტრები ამგვარად „გაუგზავნიან მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს რუსეთში თავისუფლებისთვის მებრძოლებისთვის და პატივს სცემენ ალექსეი ნავალნის ხსოვნას“.

BBC-სთვის მიცემულ კომენტარში ბორელმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინს ეკისრება პირად პასუხისმგებლობას ნავალნის სიკვდილზე. ამავდროულად, მან აღიარა, რომ დასავლეთს გაუჭირდება რუსეთის ლიდერის პასუხისმგებლობის დაკისრების ახალი გზების პოვნა და მსოფლიოს რუსეთში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics